Sunday, November 15, 2015

მეცხრე დღე

დავასრულეთ ტრენინგი.დღევანდელ დღეს პროექტში მონაწილე ყველა მასწავლებელმა წარადგინა ძალიან საინტერესო პროექტი.ტრენინგი იყო  ნაყოფიერი ,რადგან მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ  პრაქტიკულ საქმიანობაში.
  დიდი მადლობა ტრენერს,ნინო მარღიშვილს ,ასეთი საინტერესო დღეებისათვის.

Friday, November 13, 2015

მერვე დღე

დღევანდელ დღეს შევქმენით დიფერენცირებული სწავლებისთვის დამხმარე რესურსები.განვიხილეთ მოდული 6.კერძოდ,მოსწავლეთა მხარდაჭერის რესურსები.ვისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა,გაზიარება და გამოქვეყნება.მასში ცვლილებების შეტანა.ეს დაგვეხმარება პორტფოლიოს ბლოგზე გამოქვეყნებაში.განვიხილეთ მოდული 8.პორტფოლიოს რუბრიკა.პრეზენტაციების წარდგენა ჯგუფებში.

Tuesday, November 10, 2015

მეშვიდე დღე

დღევანდელ დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.შევიტანეთ პროცედურები.განვიხილეთ მოდული 6.დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის.გავეცანით დიფერენცირებული სწავლების 4 დონეს.ბლოგზე ვისწავლეთ  ახალი გვერდების შექმნა.

Sunday, November 8, 2015

მეექვსე დღე

დღევანდელ დღეს დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნიმუშის პრეზენტაცია , ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.ვიმუშავეთ შეფასების დაგეგმვაზე.განვიხილეთ მოდული 5.რა არის შეფასების სქემა.ანალიტიკური და ჰოლისტური შეფასების სქემები.როგორი უნდა იყოს სქემა.ვიმუშავეთ ანალიტიკური შეფასების სქემის ნიმუშზე და შევქმენით პრეზენტაციის შეფასების სქემა.

Saturday, November 7, 2015

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი


მეხუთე დღე

მეხუთე დღე დავიწყეთ მეოთხე დღეს შესრულებული სამუშაოების განმეორებით.შემდეგ განვიხილეთ მოდული 3.კერძოდ,ინტერნეტის გამოყენების სამართლებრივი ნორმების დაცვა.როგორ შეიძლება ჩვენს პროექტში ინტერნეტის გამოყენება?როგორ შევძლოთ ინტერნეტის გამოყენება მიზანმიმართული გავხადოთ.გავეცანით საავტორო უფლებებს  და მათ ნაშრომების გამოყენებას.გავეცანით ვებგვერდის შეფასებებს.ვისწავლეთ ვიდეოს ატვირთვა ბლოგზე.ვიმუშავე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაციაზე  powerpoint-ში,რადგან მოსწავლის თვალით დანახული სავარაუდო ნაშრომი რას გვაძლევს განვსაზღვროთ.ვთვლი,რომ დღევანდელმა დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.

Sunday, November 1, 2015

მეოთხე დღე

მეოთხე დღე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.ვიმუშავეთ მეორე მოდულზე.განვიხილეთმიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება,რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.განვიხილეთ
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშები;ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.შევასრულეთ ჯგუფური სამუშაო  მოცემული დავალების მიხედვით.ვიმუშავეთ შეფასების ჩარჩოზე.განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება;შეფასების დაგეგმვა 5 მიზნიდან გამომდინარე.

Saturday, October 31, 2015

მესამე დღე

მესამე დღე  აღმოჩნდა ძალიან საინტერესო.ვიმუშავეთ მშობლის ბუკლეტზე.გავამზადეთ და შევინახეთ საქაღალდეში.
გავეცანით მოდულ 2-ს-ჩემი პროექტის დაგეგმვა.განვსაზღვრე ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგები.ვისწავლე სასწავლო ამოცანებზე ორიენტირებული მიზნების შედგენა(ბლუმის განახლებული ზმნების კლასიფიკაციისა და 21-  ე საუკუნის სიტყვების გამოყენებით).
ბლოგზე ვისწავლე სურათების ჩასმა.

Saturday, October 24, 2015

პირველი დღე

ჩემთვის პირველი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი.გავეცანი პორტფოლიოს კომპონენტებს.განსაკუთრებული  ყურადრება მივაქციეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.კონკრეტულად ტექნოლოგიურ უნარებს.შევქმენი  პორტფოლიოს ელექტრონული საქაღალდეები,რაც დამეხმარება შექმნილი რესურსების მოთავსებაში
და გამიადვილებს ინფორმაციის მოძიებას.შევქმენი  ბლოგი.